|
2016-10-07 20:19:16, 778 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - სახელმწიფო დღეს ამის გარანტია
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს. როგორც პრემიერის მიმართვაშია აღნიშნული, ხვალ ხალხი გადაწყვეტს ვის ანდობს ქვეყენას და როგორი საქართველო იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. „ჩემო თანამემამულეებო! ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ. ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე. ხვალ ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყანას და როგორი საქართველო გვექნება შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ხვალინდელი არჩევნების შედეგებს განაპირობებს თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება, თითოეული თქვენგანის ხმა. არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული - ქართული სახელმწიფო არის დღეს ამის გარანტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მე მჯერა, თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს– სტაბილურობის, ქვეყნის ევროპული მომავლის, სწრაფი განვითარების სამოქალაქო მშვიდობის და კეთილდღეობის სასარგებლოდ. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენთვის ჩვენს სამშობლოზე წინ არაფერი დგას!“,-ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)