09:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სამადაშვილი: საქართველოში ოლიგარქული რეჟიმი დამყარდა, რომელიც ცდილობს, თითოეულ ჩვენგანს თავისუფლება წაგვართვას

„ოლიგარქული რეჟიმი,  რომელიც დამყარდა საქართველოში ცდილობს, რომ დღეს  წაგვართვას შანსი ვიცხოვროთ თავისუფალ  ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ „გაქოცების“ და ჯიბეში ჩადების ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა

„ივანიშვილისეული გეგმა  „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების  და „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბეში ჩადების,   ჩაიფუშა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა  პარტიის მეშვიდე ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 

შვეიცარიის პრეზიდენტი: საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში

საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 

გრიგოლ ვაშაძე: ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობის  მონაწილეებს სიტყვით მიმართა:

 

ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუება იდეას, რომ „საქართველო პატარა სოფელია“

„ჩვენ ვერ შევეგუებით  იდეას, რომელიც გვთავაზობს, რომ „საქართველო ხომ პატარა სოფელია, დიდ მოთამაშეებს შორის ნუ გავირბენთ“, ეს იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის  მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

სანდრა რულოვსი: იმხელა ძალაა მიშაში, რომ ზოგიერთებს მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ

"თქვენ აძლიერებთ პარტიას, მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ", - ასე მიმართა სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს.

ბარამიძე პარტიიდან გასულებზე: მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გივი ბარამიძის განცხადებით, პარტია არ გახლეჩილა და ის ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა" იღებს ვალდებულებას, პარტიული სიის ყოველ ათეულში მინიმუმ 3 ქალი იყოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს ვალდებულებას, პარტიული სიის ყოველ ათეულში მინიმუმ 3 ქალი იყოს.

 

ბეჟაშვილი: პარტიის გენმდივნის ფუნქციას მერაბიშვილის გათავისუფლებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რიგით მე-7 ყრილობას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“   რიგით მე-7 ყრილობას მართავს. ღონისძიება სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.

 

გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა.

 

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 

თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს დაეთმო.

 

ჩუგოშვილი „გაზპრომზე“: ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები არ გვაქვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „გაზპრომთან“ საუკეთესო პირობები მიეღო.

 

ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს.

 

კობახიძე: პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics