|
2017-01-20 13:35:27, 1797 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე ყველაზე მეტი ყურადღება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესს დაეთმო. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე კომისიის საქმიანობის წესი და ვადები განიხილეს. „რა თქმა უნდა ძალიან მისასალმებელი იყო კომისიის მხრიდან და ჯანი ბუკიკიოს მხრიდან ის მაღალი ჩართულობა, რომელიც არის კომისიის საქმიანობაში წარმოდგენილი. ის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში და მის მუშაობის პროცესში ჩართულია, როგორც საპარლამენტო ასევე არა საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ჯგუფი ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რა თქმა უნდა რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკვე არის ჩვენთან საჯარო დისკუსიის საგანი, გარკვეული წინასწარი აზრების შეჯამება მოხდა. ეს შეეხება იმ საკითხებს, რომელიც წინა დასკვნაში, უკვე ჰქონდა ხაზგასმული ვენეციის კომისიას, ანუ ბალანსი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებას შორის, ასევე საარჩევნო სისტემა და სხვადასხვა საკითხები იქნა განხილული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, კომისიას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. „იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული არც პრეზიდენტის არჩევის სისტემასთან და არც პარლამენტის არჩევის სისტემასთან. ერთპიროვნულად არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ. რაც ამ ეტაპზე მოვისმინეთ, არის ის, რომ საპარლამენტო სისტემები არსებობს ორივე ფორმის, ლეგიტიმური არის როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი არჩევნები. ეს არის დიდ წილად თვითონ ქვეყნების გადასაწყვეტი, რომელს მიანიჭებენ უპირატესობას. კონკრეტული პროექტის შემუშავების შემდგომ კომისია კონკრეტულ დასკვნას წარმოადგენს. ეს მისასალმებელი იყო ბატონი ბუკიკიოს მხრიდან და შეხვედრა საერთო ჯამში იყო ძალიან პოზიტიური. ვენეციის კომისია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო იმყოფება. ის საქართველოში, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)