20:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი კანდელაკის მიერ ნასროლი საფერფლე ოთარ კახიძეს მოხვდა - დეპუტატმა პარლამენტი დატოვა

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს.

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა შიმშილობა დაიწყონ

საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებების გამო, შესაძლოა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და შიმშილობა დაიწყონ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ და ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადეს.

გიორგი ტუღუში: საკითხები, რომლებსაც ჩვენ დავაყენებთ, სხდომის დახურვას არ საჭიროებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკითხები, რომლებსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე  დააყენებენ, სხდომის დახურვას არ საჭიროებს.

ხმაური პარლამენტში - ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

გომელაური: საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტია აღკვეთილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

გომელაური: საქართველო ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს არ განეკუთვნება

საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები,-ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაური: 2016 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. 

გომელაური: გამოვლენილია მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები იკვეთება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები.

გომელაური: ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს

ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, იქ განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა  წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება

სოზარ სუბარი: დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება

სუბარი პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებაზე: თუ რამე არ მოსწონდათ, შეეძლოთ აქამდე გადაედგათ ეს ნაბიჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარი პოლიტიკური პარტიების მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას გამოეხმაურა.

თურქეთის ელჩი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და ამას ვერაფერი შეცვლის

თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი  ლევენთ გუმრუქჩუმ  ქართულ მედიასთან თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ისაუბრა.

რატიანი: სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს

„უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს და ის ბუნებრივია, რომ არის საფრთხე საზოგადოებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციისათვის”, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება.

კალაძე: დარწმუნებული ვარ, კომისია მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყანას სჭირდება

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა შეაფასა.

თალაკვაძე: ლავროვის ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დემონსტრაციული დარღვევაა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics