21:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 13:01:38, 2055 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა, შესაბამისად, ბოიკოტი ვეღარ იქნება.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ათწლეულების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ, კკონსტიტუცია იყო, რომლის ნაწილები იმის მიხედვით იცვლებოდა, ვის რა ინტერესები ჰქონდა სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით.

„ეს დამოკიდებულება თანმიმდევრულ, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებაზე გათვლილი კონსტიტუციით იცვლება. ფაქტია, რომ კომისიის საქმიანობაში უპრეცედენტო ჩართულობა იყო და ამ პროცესში უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციაც მონაწილეობდა. გარკვეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები მოვისმინე, რომ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობას იმაზე ჩვენ ავიღებთ, რასაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მმართველი გუნდის წევრის განმარტებით, 22 აპრილს შემაჯამებელი სხდომა შედგება, რის შემდეგაც სახალხო განხილვების ეტაპი დაიწყება, სადაც ხალხის აზრი და მათი პოზიციები გაზიარებული იქნება. პარლამენტში  დოკუმენტი ყველა პროცედურის დაცვით განიხილება.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს 22 აპრილს უყრიან კენჭს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics