03:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად რუსთავში მიმდინარეობს
ზალკალიანი: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

"საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს საგარეო ეკონომიკური მიმართულებით", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.

კობახიძე: ვიცით, რა ალიანსშია მოქმედი პრეზიდენტი და ვისთან ერთად გეგმავს გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდა, მოქმედი პრეზიდენტი ზეპარტიული არ არის.

 

კობახიძე კაპანაძეს: გაისადაც იგივე მოხდება, ხელს ჩავკიდებ ჩემს პრეზიდენტობის კანდიდატს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“

მცხეთაში, კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 14 მაისს ეწვევა. 

მცხეთაში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად მცხეთაში მიმდინარეობს. განხილვას დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ესწრება.

ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში ლენარტ მერის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

13 მაისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ესტონეთში ლენარტ მერის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოება" მონაწილეობა მიიღო, სადაც განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტობისა და ნატოსა და ევროკავშირის როლი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კობახიძე: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით  ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე NDI-ს კვლევაზე: სამწუხაროდ, ნდობა დღემდე ვერ მოიპოვა

 „სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის  შედეგებს.

კობახიძე: პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება გამოირიცხება

"პარლამენტში მანდატების უსამართლო გადანაწილება აუცილებლად გამოირიცხება",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა. 

დოლიძე: შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შემთხვევაში აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა

„უკვე გამოვლინდა ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მუშაობაში ქვაკუთხედი იქნება“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სტრასბურგში ვენეციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. 
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ამ პროცესში ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებზე, ევროკავშირთან ურთიერთობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

კობახიძე: თავი მოგვეჭრა, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ

 „ყველას ერთად, მთელ ქვეყანას მოგვეჭრა თავი, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ზუსტად ეს პირდაპირი ლეგიტიმაცია ანუ დისბალანსი ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებას შორის,“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თელავში განაცხადა.

 

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ საინჟინრო ნაგებობის მშენებლობის საკითხს ქართული მხარე ჟენევაში დააყენებს

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საინჟინრო ნაგებობების აშენება არის არაკანონიერი ქმედებების გაგრძელება, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით  ზალკალიანი, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის ინიციატივას, ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე საინჟინრო ნაგებობის აღმართვის შესახებ.

 

„საქართველოს არაფერი დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე ზის“

საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება, იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალინსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა, თელავში საკონსტიტუციო პროექტის საერთო-სახალხო გამოსვლაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics