04:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თბილისში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩაიშალა

თბილისში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ჩაიშალა.

კობახიძე ფილარმონიაში შეკრებილ ახალგაზრდებს: ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფილარმონიის დიდ საკონცეტრო დარბაზში ამ დრომდე ვერ ახერხებს საკონსტიტუციო პროექტის საყტოველთაო-სახალხო განხილვაზე საუბრის დაწყებას. 

კობახიძეს ფილარმონიაში მყოფი ახალგაზრდების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის დაწყების საშუალებას არ აძლევს

პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდების ნაწილი საშულებას არ აძლევს, რომ  საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყოს.

 

თავისუფლების მოედანზე კონსტიტუციის ახალი პროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

 

მდინარაძე: გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება

 „გარკვეული ინფორმაციები არსებობს, რომ ფილარმონიაში დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა და არეულობის მოწყობა იგეგმება“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივს“ განუცხადა. 

გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სლოვაკეთს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად  ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

კალაძე: დესტრუქციული ძალები ვითარებას ძაბავენ

„ეს არიან ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და ეკონომიკურ განვითარებას“,-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე ქსანი-სტაფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პარლამენტში მაჟორიტარები უნდა შენარჩუნდნენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის,  47%-ის აზრით, პარლამენტში მაჟორიტარები  უნდა შენარჩუნდნენ.

 

NDI: გამოკითხულთა 84%ის აზრით, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის,  84%-ის აზრით, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს.

 

NDI: გამოკითხულთა 31%-ის შეფასებით, ქვეყანა განვითარების მხრივ, არ იცვლება

ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% - ის აზრით, ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე-როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა- 31% ამბობს, რომ არ იცვლება.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში საქართველოს ექვს ქალაქში ერთდროულად აქციას გამართავს
NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს მედიას დღეს წარუდგენს
ლაშა ტუღუში: ჩვენ ჯიბის პრეზიდენტი არ გვჭირდება

 „დიდი საფრთხე არის, რომ ჩვენ ამ ტიპის სისტემით მივიღოთ ჯიბის პრეზიდენტი“,-ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-საჯარო განხილვაზე განაცხადა. 

ინაშვილი: ცვლილება, რომელსაც გვთავაზობთ, ითვალისწინებს იმას, რომ ხალხს „აახიოთ“ ხელისუფლება
ინაშვილი უმრავლესობას: თქვენ, მგონი, ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე ეჭვიანობთ

„თქვენ, მე მგონი,  ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე ეჭვიანობთ“,-ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-საჯარო განხილვაზე მმართველი გუნდის წევრებს. 

პრემიერი: შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს

 „შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა, გასააქტიურებელიც იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში განაცხადა, სადაც დაღუპული მაღაროელების  ოჯახის წევრებისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ჩავიდა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics