00:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 14:37:01, 2071 ნახვა

კომენტარი
ინფექციურის დირექტორი მე-4 ინფიცირებულზე - ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზულია. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

იგი აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა გუშიენდელიდან მოყოლებული არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა.

„გუშინ შემოსულ პაციენტს, მოქალაქეობითა და ეროვნებით ქართველს 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახლაი კორონავირუსი. ეს არის მე-4 დადასტურებული შემთხვევა. ეს პირვება დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე მოგზაურობდა იტალიაში და საქართველოში დაბრუნდა პირველში დილით. როგორც თვითონ და სპეციალისტები ამბობენ, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მას ტემპერატურა არ ჰქონდა პირველში, მაგრამ წავიდა სახლში თვითიზოლაციაში. პირველში საღამოს საათებში აუწია ტემპერატურამ 39 და 5 ჰქონდა. ამის მიუხედავად, ორი დღე დარჩა სახლში და სვამდა ტემპერატურის დამწევებს, მაგრამ ეფექტი არ ჰქონდა და გუშინ დილით თვითდინებით მომართა ჩვენს კლინიკას. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ სერიოზულია. ვერც ვითყვით, რომ გაუმჯობესებულია მდგომარეობა, მაგრამ არც გაუარესებულია. რენდგენირებულად არ არის ჩამოყალიბებული პნევმონია, მაგრამ ცვლილებები ფილტვებზე აქვს. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ისეთია, რომ მის სიცოცხეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics