12:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-20 11:12:31, 655 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის საპატრიარქოს დუმილი კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე, ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია. 

ზურაბიშვილი სვამს კითხვას, რატომ ვლინდება, მისი შეფასებით, ეკლესიური „ერთსულოვნება“ მხოლოდ რუსეთის მიმართ.

ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ერთსულოვნებას მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია? 
თუ როგორ არის ეს: ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? და თუ არის, მაშ როგორ გვესმის ღვთის კანონი? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანადგომა, სოლიდარობა, თანაგრძნობა როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო? 
ნუთუ ესაა ჩვენი 1700 წლიანი ქრისტიანობა? ერთსულოვნება? ან თუნდაც ადამიანობა?, - წერს სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics