14:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 12:02:30, 1046 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ვეუბნებით, რომ ჩვენ მოგატყუეთ

„მე მიმაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოუხსნა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ბრალდება, როგორიცაა იმ დროის უსამართლო სასამართლო“, - ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატისთვის რეკომენდაციის გაწევა არის მეორე ტყუილი, პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ.

„მე მიმაჩნია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მოუხსნა „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ბრალდება, რაც ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური რეჟიმის მიმართ, რომ იმ დროს იყო უსამართლო სასამართლო. დღეს ეს ბრალდება მოიხსნა, ამ ადამიანების მხარდაჭერით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა რომ ეს ხალხი ღირსია იყოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე. თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები იმსახურებენ იმას, რომ უზენაესის უვადო მოსამართლეები იყვნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სასამართლოს მიმართ ჩვენ  პრეტენზიებს ვხსნით.

ყველა ადამიანს, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, იმის გამო, რა უსამართლობაც ხდებოდა ქვეყანაში, ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენ მოგატყუეთ. ეს არის დიდი ტყუილი, პროპორციული არჩევნების შემდეგ, რომლითაც მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან, 14 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია. კენჭისყრის პროცედურა ხმაურის ფონზე წარიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics