16:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 14:24:01, 253 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება

24 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET), ეროვნული პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან ერთად, გაფართოების საკითხებზე  პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრას (ICM) გამართავს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს. 

ევროსკოპი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები AFET-ის წევრებთან ერთად ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

როგორც "ევროსკოპს" წყარო ეუბნება რომ, ქართული დელეგაცია ამ შეხვედრაზე არ იქნება.

ამას მოწმობს ევროსკოპის მიერ ნანახი მონაწილეების სია, რომელშიც ასევე არ არის საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით".- წერს ევროსკოპი და აცხადებს, რომ ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებას განაგრძობს.           





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics