14:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:02:13, 976 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიან. 20 კანდიდატიდან თითოეულს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ.

როგორც ცნობილია, კანდიდატებს კენჭს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგი კანდიდატები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზaრ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მან კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა დეკემბრის დასაწყისში მოხსნა, თუმცა კანონმდებლობით მას კენჭს მაინც უყრიან.

კენჭისყრის პარალელურად, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics