|
2019-10-09 14:27:14, 1905 ნახვა
საზოგადოება
გენპროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“
გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ, იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ არ იცის, ვინ დაწერა ისტორიული რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კითხვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დაუსვა. მან ასევე თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომელიც ბროშურად არის გამოცემული. „ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოჰკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. დიდოსტატის მარჯვენა ვინ დაწერა?“, - მიმართა გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ „არ იცის“. ამის შემდეგ გოცირიძემ მას ჰკითხა, ფრაზაში „რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის დღეს“. „ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით ხო? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა არის დაახლოებით ერთფურცლიანი და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ შემიმოწმოთ მე სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი. ვის პროცესზეც ვიყავი ის ვიგულისხმე“, - მიმართა თადუმაძემ რომან გოცირიძეს. კითხვა, თუ ვის გულისხმობდა ფრაზაში, დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ მოსამართლეს გულისხმოდა, „რომელიც მაშინ ისე იქცეოდა, როგორც ჯალათი“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)