15:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-27 13:52:07, 245 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით პასუხობს, ხოლო ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება. 

მის შესახებ ინგლისურ ენაზე განცხადება გიორგი გახარიამ საკუთარი "იქსის" პლადფორმაზე გაავრცელა.

"ჩვენ პარლამენტში იმისთვის არ შევედით, რომ მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, საკუთარ საჭიროებებსა და საზრუნავებზე მიგვეტოვებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ გამოგვეყენებინა ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტი, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულიყო და პარლამენტში მრავალფეროვანი ხმა გაჟღერებულიყო. ჩვენ არასდროს გვიშლია ხელი ამ მისიისგან. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგი პაულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს. ეს ძალადობა გამოწვეულია დაუსჯელობით, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ."





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics