14:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 12:28:43, 1257 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესრეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით მეწარმეებთან შეხვედრები გრძელდება

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, ბიზნესის სფეროს წარმამადგენლებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. ბათუმის, ზუგდიდისა და თბილისის, შემდეგ, ონლაინ სერვისების პრეზენტაცია ამჯერად ქალაქ გორში გაიმართა.

გორის საკრებულოს შენობაში შეკრებილ ადგილობრივ მეწარმეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილი ინოვაციური სერვისიც გააცნეს, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. სარგებლობისთვის მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია არის საჭირო. ელექტრონული სერვისები, დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი როგორც დედაქალაქში, ისე ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics