14:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 11:36:44, 859 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ლეღვთახევში და ევროპის მოედანზე დაესწრო

„თბილისობის“ მეორე დღეს დედაქალაქის მერმა ლეღვთახევში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში წარმოდგენილი იყო პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ასევე, სცენები ძველი თბილისის ცხოვრებიდან ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით. 

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძე ევროპის მოედანზე მიმდინარე სპექტაკლს ,,MUARE EXPERIENCE” დაესწრო. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საჰაერო თეატრმა როკ მუსიკის თანხლებით წარადგინა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა წლევანდელი "თბილისობა" შეაჯამა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თბილისს და საქართველოს "თბილისობა". საკმაოდ საინტერესო ორი დღე გამოვიდა. დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, წარმოდგენებით და კონცერტებით. ვულოცავ ყველას და მჯერა, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩა ამ ორი დღით. როგორც გუშინ ვთქვი, მომავალ წელს „თბილისობა“ მთლიანად მიეძღვნება გია ყანჩელის ხსოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics