2015-06-27 11:37:08, 570 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„შეძრწუნებული ვარ საფრანგეთში, ქუვეითსა და ტუნისში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენი ქვეყანა ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ საფრანგეთის, ქუვეითისა და ტუნისის ხალხებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან