16:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-21 13:56:04, 285 ნახვა

პოლიტიკა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატი დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციას გამოეხმაურა. 

ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ შეკრების მონაწილეებისთვის კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შეზღუდვა გაუმართლებელია, რადგან შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, წარიმართოს პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგი, რათა, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემები მოგვარდეს.

"საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ გამართული შეკრების მიმდინარეობას, რომლის მონაწილეებიც მათი შვილების აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებს არ ეძლევათ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას და განმარტა რომ ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, საკითხის სიმწვავისა და განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროებას, რაც, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics