|
2019-03-26 12:59:01, 2905 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორზე სამხედრო იერიში მიიტანა - კონფლიქტი გრძელდება
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე სამხედრო იერიში მიიტანა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყენა. მედია საშუალების ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ისრაელმა 15-ზე მეტი შეტევა განახორციელა. ამასთან, როგორც სამხედროები ამბობებ, ისინი მზად არიან შეტევები გააგრძელონ. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ღაზას სექტორიდან სულ მცირე 30 რაკეტა იყო გაშვებული და რამდენიმე რაკეტის ბლოკირება სამხედროება შეძლეს. მედიის ცნობით, ღაზას სექტორთან მდებარე რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი გადაიდო. გარდაცვლილების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მორიგი დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც, გავრცელდა ინფორმაცია ღაზას სექტორიდან ახალი რაკეტების გაშვების შესახებ. Bloomberg-ი წერს, რომ რაკეტა ქალაქ ქფარ საბას ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ახალშობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)