|
2026-04-28 13:27:53, 3993 ნახვა
საზოგადოება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
გაზაფხულის სეზონის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, SOLO წინანდლის მამულის ღონისძიებების სერიის - “ვარდობისთვის” გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია. “ვარდობისთვე” „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და პოეზიის საღამოებს, კულტურულ ღონისძიებებს, დაათვალიერონ გამოფენები და მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომლებიც წინანდლის მამულს კიდევ ერთხელ აქცევს შეხვედრებისა და შთაგონების სივრცედ. „ვარდობისთვის“ ფარგლებში, წინანდლის ამფითეატრში პირველად გაიმართება „სუხიშვილების“ ფესტივალი. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ანსამბლის მრავალწლიანი რეპერტუარის გამორჩეულ ნაწილს და თანამედროვე ხედვას. ვარდობისთვის პროგრამა 22,23,24 მაისი | სუხიშვილების ფესტივალი: კლასიკური პროგრამა, „ზეკარი” და „ქარაბშა” 14 მაისი | იბერო-ამერიკული პოეზიის საღამო დათო ტურაშვილის მონაწილეობით 15 მაისი | დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ჰამლეტის სარკე“ და ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნის „ვარსკვლავქვეშეთში” პრეზენტაცია ფესტივალის ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.ge “ვარდობისთვის” ფარგლებში, SOLO Visa ბარათით გადახდისას ბილეთებზე მოქმედებს 20% ფასდაკლება. ამასთან, მთელი თვის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით წინანდლის მამულის სასტუმროს ნომრებზე (გარდა “სუხიშვილების” ფესტივალის თარიღებისა). ვარდობისთვის ორგანიზატორი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული. გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO სპონსორები: Visa, Silknet, Borjomi
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)