|
2019-03-13 13:59:20, 2662 ნახვა
მსოფლიო
„ბილეთი უკვე ავიღე“ - მიხეილ სააკაშვილი პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის 1-ელ აპრილს კიევში გამგზავრებას აპირებს. როგორც სააკაშვილმა დმიტრი გორდონის გადაცემაში აღნიშნა, მას უკრაინაში დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიფი აქვს. სააკაშვილის თქმით, მისი ყოფილი მოკავშირე პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 31 მარტს არის დაგეგმილი, ვერ გაიმარჯვებს. მანვე დასძინა, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მეორე ტურშიც ვერ გადავა. "ვაპირებ,ჩავფრინდე ბორისპოლში. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გადავა. როგორც კი, ის მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მესაზღვრეს არ მოუნდება შეასრულოს მისი ბრძანება ქვეყანაში ჩემს არშეშვებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)