14:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 13:20:59, 2697 ნახვა

მსოფლიო
მაიამის პოლიციამ კონორ მაკგრეგორი დააკავა

მაიამის პოლიციამ UFC-ის ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი დააკავა.

მისი დაკავება სასტუმრო Miami Beach-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

კერძოდ, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაკგრეგორმა გულშემატკივარს, რომელიც ფოტოს იღებდა, მობილური ტელეფონი გამოსტაცა. ამის შემდეგ სპორტსმენმა ტელეფონი დაამსხვრია, შემდეგ კი, ნაწილები აიღო და ტერიტორია დატოვა.

პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ მაკგრეგორს ძარცვა და ხულიგნობა ედება ბრალად. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა სპორტსმენის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სავარაუდო ინციდენტის ამსახველი კადრები ნახეს.

ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაკგრეგორის მეორე დაკავებაა. გასული წლის აპრილში იგი ავტობუსის დაზიანებისთვის დააკავეს, რომელშიც UFC-ის მებრძოლი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები იმყოფებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics