|
2019-02-03 21:43:03, 1603 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი
თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საპენსიო საპენსიო ფონდები, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის დონის შენარჩუნება საპენსიო ფონდების გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ერთადერთი წარმატებული და აპრობირებილი მეთოდი სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე გრძელვადიანი კონსულტაციები გაიმართა ყველა წამყვან მსოფლიო ექსპერტთან, იმისათვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყოი რომ ქართული რეალობა, ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ეკონომიკაში და ჩამოყალიბებულიყო ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მინიმალური ტვირთი ყველასთვის. „მე ღრმად მწამს, რომ ეს რეფორმა აუცილებლად იქნება წარმატებული, თუმცაღა, თუ ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ვნახავთ, რომ იქაც პროცესის განმავლობაში რეფორმა უფრო იხვეწებოდა. ფაქტი არის ერთი: საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი, შესაბამისად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს გზა. საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება საპენსიო ფონდი და ისე შეუძლია მომავალში უზრუნველყოს სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხი, ეს ჩემი შეფასებით იაფფასიანი პოპულიზმია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ფონდი უფრო ეფექტური, კარგად მართული, რისკები დაზღვეული. დიახ, რისკები დაზღვეულია და შეფასებული. ის უზრუნველყოფს იმას, რომ ფონდის კაპიტალიზაცია, ზრდა მოხდეს იმდაგვარად, რომ ინფლაცია მასზე ნეგატიურად არ აისახოს. ის იყოს ინვესტირებული მაქსიმალურად დაცულ ფასიან ქაღალდებში, ისეთ პროექტებში, რონმელიც იქნება ფაქტობრივად ურისკო კომერციული თვალსაზრისით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)