|
2026-05-14 10:30:09, 4537 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი პროპაგანდისტული სამთავრობო "იმედის" წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიაზე იწუნებს. „მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მოსადავებელი, რაიმე რეალურ დარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, ისინი ამ საბაბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ უყურადღებოდ და აუცილებლად გამოიყენებდნენ ლეგალურ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ რადგან ეს არ აქვთ, ისინი მიმართავენ ამ უსამართლო აკრძალვას და პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 13 მაისს ოცნების პროპაგანდისტულმა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და PosTV-ის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)