|
2019-02-02 21:19:37, 1511 ნახვა
პოლიტიკა
ფარული ჩანაწერის საქმეზე პროკურატურა რვა პირიდან ერთის პატიმრობას ითხოვს
საქალაქო სასამართლო ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს. რვა პირიდან შვიდის მიმართ პრკურატურა პატიმრობას ითხოვს, ხოლო ერთის მიმართ კი - გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შვიდმა დაკავებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა პირს გაუგზავნეს. „ამ შვიდი პირიდან თითოეულმა მათგანმა არაერთ პირზე გაავრცელა აღნიშნული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, ხოლო ამ შვიდი პირიდან ერთ-ერთი არის, რომელმაც Youtube-ზე - საჯარო ინტერნეტსივრცეში ვიდეოპორტალზე, ატვირთა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი. გვაქვს ამ პირის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე Youtube-დან მოპოვებული ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აღნიშნული პირის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა. "რაც შეეხება ვიდეო-მასალას, რომელიც მასთან მოხვდა, მან განაცხადა, რომ ეს ვიდეო მას მესენჯერის საშუალებით გაუგზავნეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა ამის შესახებ რა იყო საერთოდ. მერე გაარკვია და ნახა რაც იყო. რაც შეეხება ატვირთვას, მისი მხრიდან youtube-ზე ან სხვა საშუალებაზე ატვირთვა არ ყოფილა. არც მე არ გადმომცემია ის მასალა, რომელზეც არის საუბარი და რომლის ატვირთვასაც ედავებიან. მე როგორც ვიცი, არა მარტო მე, დაცვის არც ერთ მხარეს არ გადასცემია. - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)