|
2019-02-02 19:29:31, 1438 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: რამდენიმე დეტალის გარდა, პრინციპულ საკითხებზე დღეს უკვე შევჯერდით
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი რამდენიმე დეტალის გარდა, პრინციპულ საკითხებზე შეჯერდა. „მოსამართლეებთან დაკავშირებით დღეს იყო მსჯელობა რამდენიმე საათიანი. როდესაც ჩვენი კოლეგები ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის ფარგლებსა და სამართლებრივ ჭრილში უნდა მოექცეს, აქ რამდენიმე საკითხზეა საუბარი, ერთ-ერთი ის არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს შედარებით ფორმალური როლი, თუ ის უნდა იყოს ისეთივე დისკრეციის, როგორც კონსტიტუციით არის მოცემული. შემიძლია შეგახსენოთ, რომ თავის დროზე ვენეციის კომისია ამაზე გვსაყვედურობდა და დაწერა კიდეც თავის დასკვნაში, რომ საერთოდ არ უნდა ჩარეულიყო პარლამენტი ამ დანიშვნებში. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი სამსჯელო თემა და ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გავატაროთ ფილტრი ამ მსჯელობას, რომ საბოლოო ჯამში არ მოხდეს ისე, რომ კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია ვინმემ სხვანაირად შეძლოს და ბუნებრივია, აქედან უნდა გამოვიდეთ. იყო სხვა საკითხებზე მსჯელობაც, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)