|
2019-01-28 15:56:23, 1981 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე: გუშინ სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყეს
ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. დეპუტატმა კადრების გავრცელება მოსამართლეების საკითხთან დააკავშირა და აღნიშნა, რომ "ასეთი ბინძური მეთოდებით მათ ებრძვიან, ვინც მოსამართლეების უვადოდ გამწესების წინააღმდეგი იყო". დავით ჭიჭინაძემ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა მომხდარი ფაქტი დროულად გამოიძიონ. "გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებებით დაიწყეს გავრცელება ქალბატონი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების. ეს იმდენად ბინძური საქციელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს პირდაპირ ურტყავს "ქართულ ოცნებას". როგორც კი, გავრცელდა გუშინ, რომ მსამართლეების უვადო დანიშნვა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გიორგი მიქაუტაძე, სასწრაფოდ ცდილობს, გამწესდეს სააპელაციო სასამართლოში, ისევე როგორც ლევან მურუსიძე და შესაბამისად იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც მომხრე იყო ამ საკითხის გადადების. პროოკურატურა ამისთის, არსებობს, რომ გამოიძიოს. სიბინძურე, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი დარჩა, ეს აძლევს ხალხს იმის საშუალებას, რომ ანგარიშები ასწორონ ასეთი ბინძური მეთოდებით", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)