07:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:46:54, 1566 ნახვა

კომენტარი
ბესელია: შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ რაღაცების მოყოლას დავიწყებ

"უკვე შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ალბათ ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

შესაბამისი განცხადება დეპუტატმა მას შეემდეგ გააკეთა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან კამათი მოუვიდა. სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ აკავშირებს ეკა ბესელია თანამდებობის დატოვებას მოსამართლეების საკითხთან. კილაძემ განმარტა, რომ ბესელიას თანამდებობის წასვლის შესახებ ჟურნალისტები ჯერ კიდევ 3 თვის წინ ინტერესდებოდნენ.

ბესელიას თქმით, ყველაფერი სწორედ ამ სცენარით იგეგმებოდა.

"უკვე შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ალბათ ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ. რაც ადრე ცხადდებოდა და რაც ადრე გაჟღერდა, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ პროცესთან. როგორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics