07:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 15:21:43, 1522 ნახვა

კომენტარი
„ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ფეიქ ნიუსთან“ - მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით წინა გამოცდილება იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „საქმე გვაქვს ფეიქ ნიუსთან“.

პრემიერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე იღებს სხვადასხვა კომპანიებისგან შემოწირულობას და ამასთან, ეს კომპანიები გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებენ. 

ბახტაძის მტკიცებით, თუ ოპოზიციის ბრალდებები არგუმენტებითა და ფაქტებით იქნება გამყარებული, ის პირველი დაინტერესდება საკითხით. 

„თუ ოპოზიციას აქვს ეჭვი და აქვს კონკრეტული ფაქტები, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს ფაქტები მოვისმინოთ. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“. ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. არჩევნების დასრულებით ქვეყნაში არც ეკონომიკური და არც სოციალური ცხოვრება არ სრულდება, ეს პროცესი არის მუდმივი და აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ შემთხვევას ცალკე უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ მასში გამოიკვეთება რაიმე დეტალი, თუ სამოქალაქო საზოგადოება, ან თუნდაც ოპოზიციური პარტიები აღმოაჩენენ მასში რაიმე კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც გამაგრებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, მე გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები პირველი დაინტერესებული, რომ პროცესი განვიხილოთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics