2015-06-06 15:37:10, 394 ნახვა
საზოგადოება
გაერო: საქართველოში მოსახლეობის 7.4% მშიერია
მშიერი ქვეყნების შესახებ გაეროს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 7.4% მშიერია.
2014-2016 წლების მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის შიმშილის მაჩვენებელი 0.3 მილიონი ადამიანია. 1990-92 წლებში საქართველოს შიმშილის მაჩვენებელი 56.5%-ს (3 მლნ ადამიანი) შეადგენდა, 2003-2005 წლებში 7.7% გახდა, 2005-2007 წლებში - 6%, 2010-2012 წლებში კი - 10.1%.
გაეროს წლევანდელი ანგარიშით, მსოფლიოში 795 მილიონ ადამიანს არასაკმარისი საკვები აქვს. 1990-1992 წლებიდან დღემდე მშიერი ადამიანების ოდენობა 18.6%-დან 10.9%-მდე შემცირდა. სამხრეთ აზია კი რჩება რეგიონად, სადაც ყველაზე მშიერი ხალხი ცხოვრობს. აქ არასაკმარისი საკვების გამო 281 მილიონი ადამიანი შიმშილით იტანჯება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან