16:30 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 15:26:50, 419 ნახვა

საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის და საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

შსს-ს აკადემიაში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნახატების და ესეების სასკოლო კონკურსის და ფეხბურთის ტურნირში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ესეების სასკოლო კონკურსში „პოლიციელი თვალსაჩინო მოქალაქე“ ოცი საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდა, ხოლო ნახატების კონკურსში „ჩემი მეგობარი პოლიციელი“ - ოცი საუკეთესო ნახატის ავტორი, რომლებსაც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა სიგელები გადასცეს. აღნიშნული კონკურსი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. აკადემიაში მოეწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღია პირველობა მინიფეხბურთში „პოლიციის თასი“, რომელშიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილები თბილისის 208-ე, მე-60, 22-ე და 99-ე სკოლების გუნდებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე გასულ 208-ე სკოლის გუნდს „პოლიციის თასი“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა გადასცა, მეორე ადგილზე გასული მე-60 სკოლის გუნდი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილზე 22-ე გასული გუნდი, საქართველოს ჩემპიონი საკალათბურთო გუნდის “შსს აკადემიის“ წევრებმა რევაზ როგავამ და აკაკი ლომოურმა თასებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ტურნირში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს და აკადემიაში არსებული სასწავლო პროგრამების შინაარსი გააცნეს, აგრეთვე სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ესეების და ნახატების სასკოლო კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი ქვეყნის სკოლების დაწყებითი და საშუალო კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. ნაშრომები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქართველოს მასშტაბით გამართული სასკოლო კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოზარდ თაობასა და პოლიციას შორის ნდობის გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics