|
2018-07-26 17:05:33, 903 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციომ პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად სცნო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე, პატიმრის გაშიშვლების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ამის შესახებ საიას განცხადებაშა აღნიშნული: „საკონსტიტუციო სასამართლომ გამოცხადა გადაწყვეტილება ნანა ფარჩუკაშვილის საქმეზე. მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად. საქმეში საია ამტკიცებდა იმას, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. გასაჩივრებული ბრძანება არ ითვალისწინებდა სკანერის გამოყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად სცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)