|
2018-07-26 13:09:17, 840 ნახვა
სამართალი
მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე 365 ვაკანსიაზე საერთო ჯამში 3 340 განაცხადი შევიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი, განაცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ- ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ. „შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. პოზიციაზე კი მხოლოდ კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დაინიშნებიან. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3 თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება. შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას უკვე გადის და მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებ ეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
(NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)