14:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 17:49:43, 1083 ნახვა

სამართალი
პოლიციელს, რომელმაც ფოთში, ქურდობის დროს პირს ცეცხლი გაუხსნა, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელს, რომელმაც ფოთში ჩასარიცხი აპარატის ქურდობისას პირს ცეცხლი გაუხსნა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მსჯელობა სასამართლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა. 

ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც ბრალდებული პოლიციელის ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც პოლიციელის ბრალეულობას ამტკიცებს. მანვე დასძინა, როომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი გადაუდებელი აუცილებლობით გამოიყენა. თავად პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics