14:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 20:20:41, 1200 ნახვა

სამართალი
თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ - მიმდინარეობს გამოძიება [ვიდეო]

თბილისში გუშინ, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მას სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები სამხედრო მოსამსახურეები არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მათთვის ამ ეტაპზე უცნობია, ფიგურირებენ თუ არა თავდასხმაში სამხედროები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ამჟამად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოსაკითხად დაბარებულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და უმოკლეს ვადებში იქნება შესაბამისი შედეგი“, - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics