22:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 15:51:11, 1188 ნახვა

სამართალი
გიორგი გაბოძე: დანა გაიღუნა მიკროსკოპულ დონეზე - ეს ხელს არ შეუშლის მომავალში რომელიმე ექსპერტს

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი გაბოძეს, ამჯერად კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უსვამენ.

მამუკა მდინარაძე დანის გაღუნვის ამბით დაინტერესდა და გიორგი გაბოძეს მიმართა კითხვით, თუ რა ინფორმაცის ფლობდა ის ამ ფაქტთან დაკავშირებით.

 გიორგი გაბოძემ განმარტა, რომ დანა მიკროსკოპულ დონეზე არის გაღუნული და ის არანაირად არ შეუშლის ხელს არც ერთ ექსპერტს:

„გაღუნული დანის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამისი თვალით ხილვა არის შეუძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ შეიძლება. კერძოდ, ეს დანა გაიღუნა მიკროსკოპულად იმიტომ, რომ ექსპერტები ატარებდნენ იმ კვლევას, რასაც ყოველთვის ატარებდნენ და ამ დანაზე ჩაატარეს. კერძოდ, მუყაოზე გადააფარეს ნაჭერი და დანის სიბასრეს და ა.შ. ამოწმებდნენ, თუმცა ამ დანით ახალი ექსპერიმენტის ჩატარება არ არის გამორიცხული მე რამდენადაც ექსპერტებისგან მაქვს ინფორმაცია. ეს დანა არის ქარხნული წესით, სერიულთ დამზადებული დანა და მსგავსი კონსტრუქციის, ანალოგიური სერიაში არსებული ანალოგიური დანით შეიძლება იგივე კვლევების ჩატარება თუ  მაინც და მაინც ვინმე ფიქრობს რომ ეს მიკროსკოპულ დონეზე გაღუნული წვერი  რაიმეს შეუშლის რომელიმე ექსპერტს, თუმცა მე ვფიქრობ რომ ესეც არ შეუშლის ხელს”, - განაცხადა გაბოძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics