18:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 13:58:44, 2481 ნახვა

მსოფლიო
„ველოდებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს“ - შვარცნეგერმა ტრამპს დოყლაპია უწოდა (ვიდეო)

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და ჰოლივუდის მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მსახიობმა თეთრი სახლის ლიდერს "დოყლაპია" უწოდა და პრესკონფერენციაზე მისი ქცევების გამო გააკრიტიკა.

"პრეზიდენტო ტრამპ, ახლახანს ვნახე თქვენი პრესკონფერენცია პუტინთან და ის იყო სამარცხვინო. იქ იდექით როგორც დოყლაპია, როგორც პატარა ფანი ბიჭუნა... ჩემს ტავს ვეკითხებოდი, ნეტა ავტოგრაფს როდის გამოართმევდით პუტინს ან გადაირებდით მასთან სელფის? თქვენ უღალატეთ ამერიკის მართლმსაჯულებას, დაზვერვას და მთლიანად ქვეყანას. თქვენ ხართ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ასე არ უნდა იქცეოდეთ. რა გჭირთ?!  რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: „ჩამოშალეთ ეს კედელიო“?", - განაცხადა შვარცნეგერმა ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დონალდ ტრამპმსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ შედგა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics