20:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 17:56:49, 274 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა.

პარტიის განცხადებით, მათი მიზანია ქართული ოცნების კორუფციული სქემების დაშლა, საწვავის ფასების სტაბილიზაცია, ენერგოტარიფებში არსებული სისტემური კორუფციის აღმოფხვრა და ქართველი ფერმერებისა და გლეხების რეალური მხარდაჭერა.

ენმ-მ საზოგადოებას ფასების სტაბილურობისთვის 3-პუნქტიანი გეგმა გააცნო. პირველი ნაბიჯი საწვავის პოლიტიკას ეხება.

"ქართული ოცნების პირობებში მოქმედი აქციზის მძიმე განაკვეთები:

ბენზინი: 500 ლარი/ტონა

დიზელი: 400 ლარი/ტონა

ბუნებრივი აირი (CNG): 200 ლარი/1000 მ³

ნავთობის აირი (LPG): 300 ლარი/ტონა

ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს აქციზის 50%-ით შემცირებას:

ბენზინი: 250 ლარი

დიზელი: 200 ლარი

ბუნებრივი აირი (CNG): 100 ლარი

ნავთობის აირი (LPG): 150 ლარი

შედეგი: საწვავის ფასი შემცირდება 30-40 თეთრით ლიტრზე, რაც შეამსუბუქებს ინფლაციურ წნეხს მოსახლეობაზე.

გრძელვადიანი რეფორმა: გადასვლა მცურავი აქციზის სისტემაზე, ფასების ავტომატური სტაბილიზაციისთვის.

საწვავის მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც მთავარია, რეალური ბერკეტის მიღებას საწვავის ფასებზე გავლენის მოსახდენად". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

პარტიის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი გულისხმობს მორატორიუმს დენის გაზრდილ ტარიფებზე.

  • "წლის ბოლომდე გამოცხადდეს მორატორიუმი და შეჩერდეს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი;
  • ივანიშვილის ბიტკოინების გამომუშავებაში დახარჯული თანხების ბიუჯეტში დაბრუნება;
  •  მზის პანელებიდან გამომუშავებული ენერგიის ქსელში თავისუფალი მიწოდება;
  • ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა და მცირე/საშუალო ჰესების მშენებლობაზე დერეგულაცია;

შედეგი: მომხმარებლის დაცვა, კორუფციული სქემების დაშლა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა". - წერს ენმ.

მესამე ნაბიჯი კი სოფლის მხარდაჭერას გულისხმობს.

"მიზნობრივი საწვავის პროგრამა:

  • სეზონური საწვავის ვაუჩერების დანერგვა;
  • 100 ლიტრი დიზელი თითოეულ ფერმერსა და გლეხზე, გაზაფხულისა და შემოდგომის სამუშაოებისთვის.

პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო მიწათმფლობელებზე.

შედეგი: აგროპროდუქციის თვითღირებულების შემცირება და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება". - წერია ენმ-ის განცხადებაში.

ენმ-ის განცხადებით, მათი ამოცანა კონკურენციის აღდგენა და პარალელური იმპორტის დაშვებაა.

"ფასების პოლიტიკაში ჩვენი ამოცანაა კონკურენციის აღდგენა, ანუ უნდა დაიშალოს მონოპოლიები ბრენდულ პროდუქტებზე და დაშვებული იყოს პარალელური იმპორტი. ეს გაზრდის არჩევანს, გააჩენს რეალურ კონკურენციას და ბუნებრივად შეამცირებს ფასებს.

ჩვენი ხედვა მკაფიოა:

სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იქნება არა ფასების ხელოვნურ ზრდაზე, არამედ მათ სტაბილიზაციაზე. ტარიფები უნდა ასახავდეს რეალურ ეკონომიკურ ხარჯებს და დაცული იყოს ქართული ოცნების კორუფციული ზემოქმედებისგან". - წერს ნაციონალური მოძრაობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics