10:49 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 13:04:13, 636 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა დიდია

ომბუდსმენის განცხადებით, პოლიციას რუსთაველზე, ტრანსპორტის სავალი ნაწილიდან კარვების გატანის უფლება ჰქონდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გამოეხმაურა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

„საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზაზა სარალიძის და სხვა დაზარალებულთა უფლებების დასაცავად; ცდილობს მიაგნოს და შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი, რაც ნათელს მოფენს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს და გამოკვეთს ამ დანაშაულში მონაწილე პასუხისმგებელ პირებს. აპარატი ასევე მუშაობს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსთაველზე მოძრაობა აღდგენილია. პოლიციამ კარვები საავტომობილო გზიდან გაიტანა და კვლავ პარლამენტის შენობასთან დააბრუნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics