|
2018-06-09 19:39:53, 1263 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი ლისის ტბაზე სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებულ სპორტულ ფესტივალს „თბი-ლისი“ დაესწრო. „დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც პროექტის „თბი-ლისი“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ ხალხმრავლობაა, ბევრი ახალგაზრდაა მოსული. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციებს გამოვუყავით თანხები ვაჯიშისთვის აუცილებელი ეკიპირების შესაძენად. ამისთვის 600 ათასი ლარია გამოყოფილი და მათ წარმოადგინეს ყველაფერი, რაც ამ თანხებით იქნა შესყიდული. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი თაობები. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი. ეს კონკრეტული პროექტი ყოველ შაბათს ადამიანებს მოემსახურება. ყველაფერი არის უფასო. ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს შეუძლია მოვიდეს, გაერთოს და სასიამოვნო დღეები გაატაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად, ლისზე სპორტულ ღონისძიებებს მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია და თბილისის საკრებულოს დეპუტატები შალვა ოგბაიძე და გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ. ლისის ტბაზე, სპორტული აქტივობების გარდა, ART მარკეტი ფუნქციონირებს, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა იმართება. ფესტივალი პატარების გასართობ აქტივობებსაც მოიცავს და დილიდან აქტიურია საბავშვო კუთხე. ასევე, სპორტული აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა შეჯიბრებები იმართება. დღესვე, სპორტული ფედერაციებისთვის შეძენილი ინვენტარის და ეკიპირების ნაწილის გადაცემა მოხდება. დღევანდელი ღონისძიება „გუფილენდის“ კონცერტით დასრულდება. ფესტივალი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას ემსახურება. საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომის ჩათვლით, ყოველ შაბათს გაიმართება.
(NS)
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)