|
2018-06-09 19:15:02, 1286 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი არტ გალერეაში“ ახალი გამოფენა - „მამია მალაზონია - წიგნი“ გაიხსნა
"თიბისი არტ გალერეაში" ახალი გამოფენა "მამია მალაზონია. წიგნი" გაიხსნა. გამოფენა მთლიანად წიგნს და წიგნის ხელოვნებას ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ წიგნის ილუსტრაცია და გრაფიკული სერიები, არამედ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნებიც, სადაც ქართველი მხატვრის დასურათებებია შესული. "თიბისი არტ გალერეის" დირექტორის ქეთევან კორძახიას განცხადებით, მსგავსი ტიპის გამოფენების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, გამოფენა 3 აგვისტომდე გაგრძელდება. "მამია მალაზონია ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თანამედროვე მხატვრობის და ქართული გრაფიკული ხელოვნებისთვის ზოგადად. ეს არის მალაზონიას მეოთხე გამოფენა, რომელიც გავაკეთე. რაც შეეხება გამოფენას, მისი სახელწოდებაა "მამია მალაზონია. წიგნი". მამია მალაზონია არის ის ფიგურა, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრების დამდგმელი მხატვარი იყო წლების განმავლობაში. მისი ყველა ნამუშევარი არის იმპროვიზაცია. ვიტრინებში გამოფენილია ის გამოცემები, სადაც ბატონი მამიას დასურათებებია, ხოლო კედელზე ორიგინალები კიდია. ჩემთვის როგორც გალერისტისთვის, მსგავსი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, როდესაც ყველა წიგნი ერთმანეთს ჰგავს და ყველაფერი კომპიუტერული გრაფიკით კეთდება, მნიშვნელოვანია დავაფიქსიროთ იმ მხატვრების ხელწერა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მუშაობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ის ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც იყო წარმოდგენილი. ამ ყველაფერს ეძვნება ეს გამოფენა. გვინდა ყველა ახალგაზრდა მხატვარმა ნახოს ეს ნამუშევრები, განსაკუთრებით კი, მათ ვინც კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობას", - განაცხადა ქეთევან კორძახიამ.
(R)
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ცნობისთვის, მამია მალაზონიას სახელი კარგადაა ცნობილი ქართველი გრაფიკული ხელოვნების მკვლევართა, გამომცემელთა და ზოგადად, წიგნის მოყვარულთა წრეებში. საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის ეროვნული პრემიის ლაურეატი, ლიტერატურული პრემია "გალას" ლაურეატი და პროფესორი მამია მალაზონია სხვადასხვა წლებში იყო რუსთავის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი მხატვარი, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი მხატვარი, ასევე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის გამგე. მამია მალაზონია გრაფიკასა და წიგნის დასურათებაზე, ასევე თეატრის, კინოსა და ანიმაციური ფილმების მხატვრობაზე მუშაობას. მას საქართველოსა და უცხოეთში 15 პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მალაზონიას გაფორმებული აქვს 90-მდე სპექტაკლი, 16 მხატვრული და ანიმაციური ფილმი.



epn.ge (@expressnews.ge)