|
2018-06-09 16:37:50, 1003 ნახვა
საზოგადოება
დავით ქაცარავას ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის დაცვის წევრი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება
ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობიაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. როგორც ქაცარავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ჯიოევი ახალგორის ე.წ. მილიციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია, ხაჩიროვი კი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი. „მივმართავ ჟურნალისტებს!!! გთხოვთ დაინტერესდეთ ასლან ჯიოევის ვინაობით, მისი მკურნალობის პროცესით და რა დამსახურებები აქვს ამ ადამიანს საქართველოს წინაშე(თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს ადამიანი იღებდა მონაწილეობას ქართველი ჯარისკაცების წამებაში, თუ ატ ჩავთვლით იმას რომ ჯიოევი გახლავთ ახალგორის მილიციის უფროსის ახლო ნათესავი და ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი. ფილიპ ხაჩიროვის, რომელიც გახლავთ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი! მეგობრებო! თუ თქვენ ღუდუშაურის კლინიკაში ვინმე გეტყვით რომ ასლან ჯიოევი - ასეთი პაციენტი საერთოდ არც ყოფილა მიყვანილი საავადმყოფოში - არ დაუჯეროთ!!!ეს იქნება ტყუილი!!!! მე გამაჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ასლან ჯიოევი შეყვანილია კლინიკაში 7 ივნისს და 9 ივნისის დილის 6 საათზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა კლინიკაში. მე ამ მტკიცებულებას წარმოვადგენ იმ შემთხვევაში, თუ უცებ აღმოჩნდება რომ პაციენტი ჯიოევი არც არასოდეს ყოფილა მოთავსებული ღუდუშაურის კლინიკაში! ასევე დარწმუნებული ვარ, ჯიოევს გააჩნია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა მისი „გამოკითხვა“ როგორც მინიმუმ... და ერთიც - რატომ არ სარგებლობს საოკუპაციო ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა იმავე სამედიცინო მომსახურებით, როგორიც აქვს ოს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიიდან?“, - წერს დავით ქაცარავა.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)