09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 09:35:36, 331 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანმშრომლებმა, „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისათვის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ციხისჯვრის ბაზაზე, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბაზის ინფრასტრუქტურა და ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილი გამოფენა დაათვალიერებინეს, სადაც წარმოდგენილი იყო სახვადასხვა ტიპის სპეციალური აღჭურვილობა. მოზარდებმა ასევე ნახეს, სპეციალური ტრანსპორტი და ტექნიკა, სამთო და სამხერდო აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და სპორტული დარბაზი. შეხვედრა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტიპის იყო. მოსწავლეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გააცნეს დეპარტამენტის მუშაობის პრინციპები და მუშაობის სპეციფიკა. სტატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მილსადენის დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო. პროექტი ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics