|
2026-04-20 09:05:55, 2067 ნახვა
საზოგადოება
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
"ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო" - ინგა ბოლოთაური ბერი ნიკოლოზის სახლთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ მრევლი, ნარიმან მაქარაშვილის მეგობრებს არც ბინაში უშვებს და არც სასწრაფოს გამოძახების შესაძლებლობას აძლევს ბოლოთაურის ცნობით, განცხადებით მიმართეს შსს-ს. "გარკვეული პირების, ლევან ჯოგლიძის, ალექსანდრე პეტრიაშვილის და სხვა პირების მიერ შექმნილია იერარქიული სისტემის არარეგისტრირებული დაჯგუფება. [...] მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვნების შვიდეულში, დიდ ხუთშაბათს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ ბერ ნიკოლოზთან მისულ ბერის მეგობარს მალხაზ ჯინორიას, რომელმაც მიიყვანა უძლურებაში მყოფ ბერ ნიკოლოზთან ექიმი". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)