03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 18:06:48, 1424 ნახვა

კომენტარი
კელი: მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს ქმნის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის შეფასებით, საქართველო სწორ გზაზე რჩება.

თუმცა, როგორც კელიმ აღნიშნა, გარკვეული საკითხები ფიქრის საფუძველს იძლევა. ელჩის განმარტებით, საუბარია მმართველი პარტიის დომინანტურ პოზიციაზე.

"გარკვეული საკითხები რაც გვაფიქრებს, არის ის, რომ მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების შეფასებით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და კანდიდატებს შეეძლოთ კამპანიის განხორციელება, შეფასებაში ასევე აღინიშნა, რომ ზოგადი საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობით, მათ შორის შეინიშნებოდა კანდიდატთა და ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევების ზრდა. 2018 და 2020 წლის არჩევნები იქნება პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი. მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ პროცესმა სრულად დააკმაყოფილოს სტანდარტები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო", - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics