02:14 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 19:50:28, 1733 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი - მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა. 

„დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ ის, რომ რადგან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო დაადო, ის დაძლეულიყო. გამოჩნდა, როგორ ხელოვნურად გადააფიქრებინეს უმრავლესობის წევრებს განსხვავებული აზრი, მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილის მიერ წარმოდგენილი ვეტო დაძლეულიყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს პიროვნული ფაქტორი, იმიტომ, რომ საქართველოს პარლამენტში გარკვეული ტრადიცია დამკვიდრდა. იღებენ კანონს, თან ამბობენ, რომ ცუდი კანონია და ამბობენ, რომ ახლა მივიღებთ და მერე შევცვლით“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics