09:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 14:46:08, 2013 ნახვა

მსოფლიო
სირიაში ავიადარტყმებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ღუტაში, სამთავრობო არმიაზე განხორციელებულ ავიაიერიშებს 98 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და 20 ბავშვია.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ჰუმანიტარული ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტები". მათი ცნობით, მსხვერპლთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ხოლო 300-მდე ადამიანი დაჭრილია.

საჰაერო ოპერაციის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში სირიის არმიამ შესაძლოა, სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს.

აღმოსავლეთ ღუტას ამბოხებულები აკონტროლებენ. უკვე ოთხი წელია ქალაქი ალყაში იმყოფება. გაერო-ს მონაცემებით, ტერიტორიაზე, სადაც 400 000 ადამიანი ცხოვრობს, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics