09:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 17:55:11, 2417 ნახვა

მსოფლიო
„ბევრნი უნდა ვიყოთ“ - სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა მიიღონ.

ამის შესახებ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობამ პეტრო პოროშენკო და მისი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა გადააყენოს.

"ხვალ ხელისუფლების გადადგომისა და შეცვლის მოთხოვნით მარში გვექნება. თავად პოროშენკო და მთლიანად მისი გუნდი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაიქცა. პრეზიდენტი, ისე იქცევა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. უკრაინის ყველა პრობლემის ფონზე, ჩვენ მშვიდობიანად უნდა ჩამოვაშოროთ ისინი ხელისუფლებას და დავამყაროთ წესრიგი. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა და პოზიტიური პროგრამა იმისთვის, რომ უკრაინა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის ბევრნი უნდა ვიყოთ. სწორედ იმის გამო გამომაძევეს, რომ ყველაზე მეტად თქვენი გამოსვლების ეშინიათ. ერთადერთი, რისიც ეშინიათ, მოქალაქეების მასობრივი მშვიდობიანი პროტესტია, საკუთარი მოქალაქეების რისხვა. ხალხი კი, მილიონობით გამოვა. ველოდები იმ მომენტს, როდესაც შევძლებ, რომ შემოგიერთდეთ. დღეს მოგიწოდებთ მათი თამაშის წესებით არ ითამაშოთ. მათ შეძლეს ჩემი გაძევება, მაგრამ ვერ შეძლებენ ყველა ადამიანის გაძევებას. ნუ გეშინიათ - ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics