07:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 11:24:31, 2048 ნახვა

მსოფლიო
კიევში დაკავებული 37 პირიდან 4, მათ შორის ლუკა ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

აქცია სოლომენსკის რაიონულ სასამართლოსთან, ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის საქმის განხილვის პარალელურად  მიმდინარეობდა. არეულობა  მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ტრუხანოვი თავდებით გაათავისუფლა.

შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს, მათ  შორისაა  საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ "დონბასის" წევრი, ლუკა ჩხეტია.

როგორც პარტია „სამოპომიჩის“ წევრი, დეპუტატი ეგორ სობოლები Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის 37 აქტივისტიდან პოლიციამ 33 გაათავისუფლა.

„პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 37 ადამიანი დააკავეს, სცემეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებებში. მას შემდეგ რაც იქ მე, დეპუტატებთან სემენ სემენჩენკოსთან და პაველ კოსტენკოსთან და ადვოკატებთან ერთად მივედით, 33 დაკავებული გაათავისუფლეს“, - წერს სობოლევი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მისივე „დონბასის“ წევრები: ლუკა ჩხეტია, ნიკოლაი ჩუდოვსკი, ალექსანდრე ფედორჩენკო და ბატალიონ „აიდარის“ წევრი ვლადიმერ ხიტრიჩი წინასწარი დაკავების იზოლატორში  რჩებიან.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics