|
2018-02-15 17:22:40, 1805 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე და აშშ-ის ელჩის მოადგილე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყბათშორისი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, უწყებათშორისი საბჭოს ხელმძღვანელი თემურ კეკელიძე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მრჩეველი მონიკა დორადო, გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (GMCC) დირექტორის მოადგილე, ბრაიან უილსონი და სანაპირო დაცვის საერთაშორისო ურთიერთობების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს მიმართულების კურატორი, შუიტ ჰაბტემაიკლი დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და ინფორმაციის გაცვლის წესის დოკუმენტი განიხილეს. აშშ-ის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა. აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ცენტრი ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია. შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ აშშ-ის დელეგაციას ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და სამომავლო პროექტების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის უწყებათშორისი საბჭო ხელს წყობს მის საქმიანობას, უწყებათშორის თანამშრომლობას და საქართველოს ინტერესების დაცვას. უწყებათშორის საბჭოს, ასევე, მისი საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. (NS)
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)